ჩვენს შესახებ
კომპანია “რადიო საქართველო” - ყველგან, სადაც საქართველოა!

კომპანია “რადიო საქართველო” - უმსხვილესი რადიოსამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ოთხ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ და საინფორმაციო რადიოსადგურს ფლობს: “ფორტუნა”, “ფორტუნა პლიუსი”, “არ დაიდარდო” და “ავტორადიო”.

“რადიო საქართველოს” მუსიკალური სადგურები რადიობაზრის 75%-ს იკავებენ და შემდეგი კრიტერიუმებით გამოირჩევიან:

•    ყველაზე მაღალი რეიტინგები, რომელსაც ცნობილი და აღიარებული სოციოლოგიური კვლევის ცენტრები რეგულარული მონიტორინგის შედეგად აქვეყნებენ;  
•    აუდიტორიის ყველაზე ფართო სპექტრი: ოთხი განსხვავებული ფორმატის რადიომ, განსხვავებული სამიზნე აუდიტორიით, მსმენელის ყველაზე  მრავალფეროვანი კატეგორია მოიზიდა;
•    საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა სატელიტური კავშირის საშუალებით;
•    საავტორო პროგრამების მრავალფეროვნება, რომლებიც მსმენელთა ინტერესს იმსახურებენ და ლოიალური აუდიტორიის მოკრების საშუალებას იძლევიან;
•    პროფესიული Production Studio, რომელიც მაღალპროფესიული სარეკლამო რგოლების დამზადების საშუალებას იძლევა.

Ardaidardo.Geრადიოსადგურის ფორმატი – თანამედროვე პოპულარული ქართული ესტრადა და საუკეთესო რეტრო-ჰიტები. “არ დაიდარდო” ემყარება ქართული კულტურის მთავარ ფასეულობებს, ტრადიციებს, ითვალისწინებს ეროვნული ხასიათის თავისებურებებს.

რადიო ”არ დაიდარდოს” სიხშირეები დიაპაზონზე:

 

 


თბილისი - FM 96,7


აჭარა, გურია (ბათუმი, ოზურგეთი) -
101.9

კახეთი - 105.7

ქართლი (გორი) - 98.3

დმანისი - 103.0

სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე) - 105.7

იმერეთი (ქუთაისი) - 102.7

სამეგრელო (ზუგდიდი) -107.7

Ardaidardo.Geრადიოსადგურის ფორმატი მოიცავს უცხოურ და სამამულო ჰიტებს 60-იანი წლებიდან დღემდე, ასევე მსოფლიო კლასიკის შედევრებს. თითოეულ მუსიკალურ ნაწარმოებს აქვს ტესტირების შედეგად განსაზღვრული მაღალი რეიტინგი და მსმენელისთვის კარგად ნაცნობია.





Ardaidardo.Ge“ფორტუნა პლიუსი”  – ეს არის თავისებური სინთეზი  “EHR და DANCE” ფორმატებისა, რაც იწვევს რადიოსადგურის განსაკუთრებულ პოპულარობას ახალგაზრდებს და საზოგადოების იმ ნაწილს შორის, რომელიც  უპირატესობას თანამედროვე მუსიკას და საცეკვაო რიტმს ანიჭებს.




“ავტორადიოს” ფორმატის შექმნაში გამოიყენება მსგავსი ჟღერადობის რამდენიმე სასიმღერო ჟანრი: რუსული, ფრანგული და ქართული საავტორო (ბარდი) სიმღერები, ტრადიციული და თანამედროვე ქალაქური რომანსები, რუსული და უცხოური პოპ და როკ-მუსიკა, სიმღერები საყვარელი კინოფილმებიდან, ასევე რჩეული ლათინური მუსიკა.