რადიო “არ დაიდარდო”
Ardaidardo.Geრადიოსადგურის ფორმატი – თანამედროვე პოპულარული ქართული ესტრადა და საუკეთესო რეტრო-ჰიტები. “არ დაიდარდო” ემყარება ქართული კულტურის მთავარ ფასეულობებს, ტრადიციებს, ითვალისწინებს ეროვნული ხასიათის თავისებურებებს.

რადიო ”არ დაიდარდოს” სიხშირეები დიაპაზონზე:

თბილისი - FM 96,7


აჭარა, გურია (ბათუმი, ოზურგეთი) -
101.9

კახეთი - 105.7

ქართლი (გორი) - 98.3

დმანისი - 103.0

სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე) - 105.7

იმერეთი (ქუთაისი) - 102.7

სამეგრელო (ზუგდიდი) -107.7

საღამოს 6 საათის შემდეგ, აქ ისმის მუსიკა მათთვის, ვისაც უყვარს ქართული ქალაქური და სუფრული მელოდიები. საკმაოდ დიდი აუდიტორია და მაღალი რეიტინგი მიუთითებს, რომ ეს ჟანრი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან ახლობელია, ამიტომ სარეკლამო სამსახურები რადიორეკლამის “არ დაიდარდო”-ზე განთავსებას ანიჭებენ უპირატესობას. “არ დაიდარდომ” საკმაოდ მოკლე პერიოდში დამაჯერებლად გაიმყარა პოზიციები პირველ სამეულში რადიოსადგურებს შორის რამდენიმე განსხვავებული მაჩვენებლით - 18 წლამდე და ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში კი “არ დაიდარდო” პირველ ადგილს იკავებს.

სამუშაო პრაქტიკა ადასტურებს, რომ აღნიშნული ფორმატის მიმართ ინტერესი არ იკლებს საზოგადოების არცერთ ფენაში. “არ დაიდარდო” ჟღერს ყველგან: ავტომობილებში, ოფისებში, მაღაზიებში. ადამიანები სიამოვნებით ისმენენ ამ სიმღერებს ყოველთვის, როცა დასვენების საშუალება ეძლევათ: აგარაკზე, ბუნებაში თუ საღამოს წვეულებაზე.

მიზნობრივი აუდიტორია: მამაკაცები 50%; ქალები 50%; 18+ წელი

დაფარვის ზონა: საქართველო