კომპანია "რადიო საქართველო" - ყველგან, სადაც საქართველოა!
კომპანია "რადიო საქართველო" - უმსხვილესი რადიოსამაუწყებლო ორგანიზაციაა, რომელიც ოთხ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ და საინფორმაციო რადიოსადგურს ფლობს: "ფორტუნა", "ფორტუნა პლიუსი", "არ დაიდარდო" და "ავტორადიო".
"რადიო საქართველოს" მუსიკალური სადგურები რადიობაზრის 75%-ს იკავებენ და შემდეგი კრიტერიუმებით გამოირჩევიან:
• ყველაზე მაღალი რეიტინგები, რომელსაც ცნობილი და აღიარებული სოციოლოგიური კვლევის ცენტრები რეგულარული მონიტორინგის შედეგად აქვეყნებენ;
• აუდიტორიის ყველაზე ფართო სპექტრი: ოთხი განსხვავებული ფორმატის რადიომ, განსხვავებული სამიზნე აუდიტორიით, მსმენელის ყველაზე მრავალფეროვანი კატეგორია მოიზიდა;
• საქართველოს მთელი ტერიტორიის დაფარვა სატელიტური კავშირის საშუალებით;
• საავტორო პროგრამების მრავალფეროვნება, რომლებიც მსმენელთა ინტერესს იმსახურებენ და ლოიალური აუდიტორიის მოკრების საშუალებას იძლევიან;
• პროფესიული Production Studio, რომელიც მაღალპროფესიული სარეკლამო რგოლების დამზადების საშუალებას იძლევა.















