დამზადებულია საქართველოში

დამზადებულია საქართველოში

დამზადებულია საქართველოში


ბეგი ლოგუას საავტორო გადაცემა "დამზადებულია საქართველოში" ყოველ ოთხშაბათს, 17:00 საათზე გადის ეთერში. გადაცემის მიზანია გააცნოს "არ დაიდარდოს" მსმენელებს ახალი სიმღერები და კომპოზიციები, რომლებიც მზადდება საქართველოში.

გადაცემა ეთმობა ერთ ან რამდენიმე შემსრულებლებს. წამყვანი დეტალურად აცნობს მსმენელებს ინფორმაციას სტუმრის ან სტუმრების შესახებ (ბიოგრაფია, დისკოგრაფია). წამყვანი ცდილობს მაქსიმალურად ამომწურავად წარმართოს დიალოგი, სტუმრის მუსიკალური საქმიანობის შესახებ. გადაცემის მსვლელობისას მსმენელებსაც ეძლევათ საშუალება დაუსვან კითხვები მათთვის საყვარელ შემსრულებლებს. შესაძლოა პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვით შემოვიდეს სტუმრის მეგობარი, ასევე მუსიკოსი და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, შენიშვნა და სურვილები სტუმრის მისამართით.
ყოველი სტუმარი ვალდებულია ცოცხლად შეასრულოს რომელიმე სიმღერა პირდაპირ ეთერში.

გადაცემის დასასრულს ეთერში გადის ახალი სიმღერა ნიშნით - "დამზადებულია საქართველოში".

დამზადებულია საქართველოში - ჯგუფი ბანი
ოთხშაბათს, 1 თებერვალს, 17 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში. ბეგი მასპინძლობდა ფოლკლორულ ჯგუფს ბანი.
დამზადებულია საქართველოში - ეკა მამალაძე
ოთხშაბათს, 25 იანვარს, 17 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში. ბეგი მასპინძლობდა ცნობილ მომღერალს ეკა მამალაძეს.
დამზადებულია საქართველოში - ტრიო სიმი
პარასკევს, 16 დეკემბერს, 17 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა - დამზადებულია საქართველოში. ბეგი მასპინძლობდა ცნობილ ტრიო სიმს.   
დამზადებულია საქართველოში - ხათუნა გვენეტაძე & დავით გომართელი
ოთხშაბათს, 7 დეკემბერს, 17 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში.
დამზადებულია საქართველოში - "ვია-75"
ოთხშაბათს, 1 დეკემბერს, 17 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში. არ დაიდარდოს და თაკოს მასპინძლობდა ყველა დროის საყვარელი ჯგუფი ვია-75.
დამზადებულია საქართველოში - კვინტეტი "ურმული"
ოთხშაბათს, 23 ნოემბერს, 17 საათზე, რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში. ბეგი მასპინძლობდა ცნობილ კვინტეტს "ურმული".
დამზადებულია საქართველოში - ჯგუფი მგზავრები
ოთხშაბათს, 2 ნოემბერს, 17 საათზე, რადიო "არ დაიდარდო"-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში. ბეგი მასპინძლობდა პოპულარულ ჯგუფს "მგზავრები"  
დამზადებულია საქართველოში - ჯგუფი ეგარი
ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, 17 საათზე, რადიო "არ დაიდარდოს" პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა – "დამზადებულია საქართველოში". ბეგი მასპინძლობდა ცნობილ ჯგუფს "ეგარი". ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო შანიძემ ისაუბრა მომავალ კონცერტზე, რომელიც კლუბ ქალაქურში გაიმართება 27 ოქტომბერს.   
დამზადებულია საქართველოში - ოთარ რამიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გადაცემა
ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს, 17 საათზე რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში. გადაცემა მიეძღვნა ცნობილ კომპოზიტორს, მუსიკოსს და კოლორიტ ადამიანს ოთარ რამიშვილს და მის შემოქმედებას. გადაცემას სტუმრობდნენ `ცისფერი ტრიოს~ ერთ-ერთი წევრი _ დავით აბესაძე და ცნობილი კომპოზიტორ-შემსრულებელი _ მიშა ზაქარიაშვილი. სტუმრებმა გაიხსენეს ოთარ რამიშვილი, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, იუმორზე, კურიოზებზე... ცოცხლად შესრულდა ოთარ რამიშვილის რამოდენიმე სიმღერა.


დამზადებულია საქართველოში – ანსამბლი თაღლაურა
ოთხშაბათს, 28 სექტემბერს, 17 საათზე რადიო "არ დაიდარდო"-ს პირდაპირ ეთერში გავიდა სეზონის პირველი გადაცემა - "დამზადებულია საქართველოში". გადაცემას სტუმრობდნენ ანსამბლ "თაღლაურა"-ს წევრები.