ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს, 17 საათზე რადიო არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში. გადაცემა მიეძღვნა ცნობილ კომპოზიტორს, მუსიკოსს და კოლორიტ ადამიანს ოთარ რამიშვილს და მის შემოქმედებას. გადაცემას სტუმრობდნენ `ცისფერი ტრიოს~ ერთ-ერთი წევრი _ დავით აბესაძე და ცნობილი კომპოზიტორ-შემსრულებელი _ მიშა ზაქარიაშვილი. სტუმრებმა გაიხსენეს ოთარ რამიშვილი, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, იუმორზე, კურიოზებზე... ცოცხლად შესრულდა ოთარ რამიშვილის რამოდენიმე სიმღერა. მათ კი, ვინც ვერ მოახერხა გადაცემის პირდაპირ ეთერში მოსმენა, გთავაზობთ გადაცემის აუდიო - ჩანაწერს.
You must have Flash Player installed in order to see this player.














