დამზადებულია საქართველოში - ჯგუფი ეგარი
დამზადებულია საქართველოში - ჯგუფი ეგარი

ოთხშაბათს, 26 ოქტომბერს, 17 საათზე, რადიო "არ დაიდარდოს" პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა – "დამზადებულია საქართველოში". ბეგი მასპინძლობდა ცნობილ ჯგუფს "ეგარი". ჯგუფის სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო შანიძემ ისაუბრა მომავალ კონცერტზე, რომელიც კლუბ ქალაქურში გაიმართება 27 ოქტომბერს. ასევე საუბარი შეეხო კოლექტივის პირველ ალბომს "ერთხელ კავკასიაში". ჯგუფმა ცოცხლად შეასრულა რამდენიმე კომპოზიცია. გადაცემის მიწურულს შედგა ახალი სიმღერის პრემიერა და მისი მოსმენა უკვე შეგიძლიათ რადიო "არ დაიდარდოს" პირდაპირ ეთერში.


ეგარი - ვარადო

 

You must have Flash Player installed in order to see this player.