დამზადებულია საქართველოში - კვინტეტი "ურმული"
დამზადებულია საქართველოში - კვინტეტი "ურმული"

ოთხშაბათს, 23 ნოემბერს, 17 საათზე, რადიო `არ დაიდარდო-ს პირდაპირ ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა დამზადებულია საქართველოში. ბეგი მასპინძლობდა ცნობილ კვინტეტს "ურმული". გადაცემის მსვლელობისას ცოცხლად შესრულდა რამდენიმე სიმღერა, ექსკლუზიურად რადიო არ დაიდარდო-ს მსმენელისთვის. კვინტეტის წევრებმა ისაუბრეს ამ კოლექტივის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე და გასტროლებზე. გადაცემის მიწურულს შედგა ახალი სიმღერის პრემიერა და მისი მოსმენა უკვე შეგიძლიათ რადიო "არ დაიდარდო"-ს ეთერში.

 


კვინტეტი ურმული - მონატრება


You must have Flash Player installed in order to see this player.

კომპოზიტორი: დავით ქავთარაძე

ლექსი:  მანანა ჩიტიშვილი

 

 

გადაცემის ჩანაწერი

 

You must have Flash Player installed in order to see this player.