ქეიფთაიმი - ქეიფის დროა
ეთერში გასვლის დრო: 18:25 სთ
ეთერში ყოფნის ხანგრძლივობა: 5-7 წუთი
წამყვანი: ბეგი ლოგუა

რუბრიკის ყოველი გასვლა ეთმობა ერთ კონკრეტულ რესტორანს,(როგორც ქართულს, ისე უცხოურს) და იყოფა ორ ნაწილად:
პირველი ნაწილი მსმენელს სთავაზობს მოკლე ინფორმაციას რესტორნის შესახებ: სახელწოდება, ადგილმდებარეობა, დაარსების წელი, ადგილების რაოდენობა და ა.შ.
მეორე ნაწილი - მოკლე ინფორმაციის მიწოდების შემდეგ წამყვანი უკავშირდება რესტორნის უშუალო ხელმძღვანელს და პირდაპირ ეთერში იმართება დიალოგი, რომელშიც დეტალურად განიხილავენ მოცემული რესტორნის მუშაობის დეტალებს: სამზარეულო, განსაკუთრებული კერძები, ფასები, მუსიკა, ინტერიერი, დარბაზის განლაგება და ა.შ. 
რესტორნის მხრიდან პრიზის დაწესების შემთხვევაში, შსაძლოა ჩატარდეს ვიქტორინა შემდეგი შინაარსით: წამყვანი საუბრობს პირდაპირ ეთერში რესტორნის შესახებ, მაგრამ არ აჟღერებს მის სახელს. ცდილობს მაქსიმალურად მიანიშნოს მსმენელს, თუ რომელ რესტორანზე საუბრობს, ამახვილებს ყურადღეაბს ისეთ დეტალებზე, რაც გამოარჩევს მოცემულ რესტორანს სხვა რესტორნებისგან. საუბრის შემდეგ წამყვანი სვამს კითხვას - თუ რომელ რესტორანზე საუბრობდა ამჯერად. გამარჯვებული მსმენელი მიირებს მოსაწვევს მოცემული რესტორნისგან.
ქეიფთაიმი - ” არ დაიდარდოს” დროით ქეიფის დროა.