„ორერა“ 55 წლის იუბილეს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს
Ardaidardo.Ge

 

გადაცემა „რადიო დუეტის“ პირველი ნაწილის სტუმარი ლეგენდარული ჯგუფი „ორერა“ იყო, რომელიც წელს 55 წლის იუბილეს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს. ანსამბლის ამჟამინდელ შემადგენლობაში შედიან: გენო ნადირაშვილი, თეიმურაზ დავითაია, გია ძიძიგური, დავით მაღლაკელიძე, გიორგი წიკლაური და ზურაბ მირზიაშვილი.

 

როგორ განწყობაზე ხართ?

 

ძალიან გვიყვარს თქვენი რადიო. ხშირად გისმენთ. განწყობა არაჩვეულებრივია.

 

დავიწყოთ სულ თავიდან... როდის დაარსდა „ორერა“?

 

ანსამბლი 1958 წელს უცხო ენათა ინსტიტუტში შეიქმნა. მასში შედიოდნენ: რობერტ ბარძიმაშვილი, ზურა იაშვილი, თემურ დავითაია და თამაზ ფანჩვიზე. თავდაპირველად ის იყო ინსტიტუტის ვაჟთა ანსამბლი. 1961 წელს „ორერა“ ფილარმონიაში მიიწვიეს და მას მერე გახდნენ პროფესიონალები და იმ ტრადიციითა და პროგრამით მოღვაწეობენ, რომელიც რობერტმა და ზურამ შექმნეს. ამავე გზას აგრძელებენ თანამედროვე სოლისტები, რომლებიც ჯგუფის ღირსეული გამგრძელებლები არიან.

 

გიორგი: - ამ ლეგენდარული ადამიანების გვერდით დგომა ნამდვილი სიამოვნება და სიამაყეა. მართლა ბევრი რამე ვისწავლეთ და შევიძინეთ. 12 წელია უკვე, რაც აქ ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ ამ ფაქტით. სულ სხვა გარემო და ატმოსფეროა ეს ყველაფერი.

 

ზურა: - ძალიან დიდი პასუხიმსგებლობაა ამ ადამიანებთან ერთად სიმღერა. მითუმეტეს, რომ იუბილე გვაქვს და აქტიურად ვემზადებით.

 

მოგვიყევით დეტალურად თქვენი კონცერტის შესახებ, რომელიც დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება...

 

პროგრამა იქნება ორ-განყოფილებიანი, რადგან საკმაოდ დიდია, 2 საათზე დიდხანს გაგრძელდება. მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე და ბუბა კიკაბიძე. შედგება ბევრი ახალი სიმღერა, იქნება ძველი ჰიტებიც. კონცერტი 20 საათზე დაიწყება.

 

 

 

- დიდი მადლობა მობრძანებისთვის.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.


ორერა - ჩემი საქართველო აქ არის. Live





 

"ორერა". გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge