თოვს: ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია ახალი დუეტით „რადიო დუეტში“

Ardaidardo.Ge

გადაცემას „რადიო დუეტი“ თემო საჯაია და ვერიკო ტურაშვილი ესტუმრნენ. მომღერლებმა თანამშრომლობაზე, ახალ სიმღერასა და კლიპზე ისაუბრეს. თემო საჯაია სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ყაზახეთიდან, სადაც ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. ამ და სხვა თემებზე საუბარი პირდაპირ ეთერში ძალიან საინტერესოდ წარიმართა.

 

 

ვის ეკუთვნის თქვენი დუეტის შექმნის იდეა?

 

თემო: - იდეა ერთობლივია და ორივეს გვეკუთვნის. მოხდა ისე, რომ მე მქონდა სიმღერა, რომელიც ვფიქრობდი, რომ კარგი გამოვიდოდა. დიდი ხანი ვერ მოვაბით თავი ჩაწერას. ზაფხულში მოვრჩით მასზე მუშაობას და ველოდებოდით ზამთარს, რათა პრემიერა გაგვეკეთებინა, რადგან სიმღერას ჰქვია „თოვს“ და თემატურია.

 

კლიპიც გადაიღეთ სიმღერაზე...

 

ვერიკო: დიახ. კლიპის რეჟისორია ანრი ჯოხაძე, რომელმაც დატვირთული გრაფიკის მიუხედავად დრო გამონახა ჩვენთვის და გადაღების ინიციატივა თავად გამოთქვა. ანრიმ კარგად იცის ეს საქმე და შედეგმაც არ დააყოვნა.

 

სად იგეგმება პრემიერა?

 

- გადაცემა „პრაიმშოუში“. მანამდე იქნება გრანდიოზული პრეზენტაცია კინოთეატრ „ამირანში“ და შემდეგ რესტორან „თავადურში“, სადაც გადავიღეთ კიდეც კლიპი.

 

თემო, ერთ-ერთ მუსიკალურ კონკურსში მიიღე მონაწილეობა...

 

დიახ, ეს იყო Silk Way Star, რომელიც ყაზახეთში გაიმართა და რომელიც 11 ტურისგან შედგებოდა. მესამე ადგილი დავიკავე და დავბრუნდი საქართველოში, თუმცა იქაურ შოუბიზნესთან თანამშრომლობას გავაგრძელებ.

 

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

 

ვერიკო: ძალიან მინდა, რომ თემომ დამიწეროს სიმღერა. კი ვიცოდი ამ ადამიანის ნიჭიერების შესახებ, მაგრამ ბოლო პერიოდში ის ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. როგორც იცით, ჩვენი ახალი დუეტის ავტორიც თემოა.

 

თემო, შენს გეგმებზე რას გვეტყვი?

 

მე უკვე მზად მაქვს ერთი სოლო სიმღერა და ახალი წლების შემდეგ მასზე კლიპსაც გადავიღებ. ამ სიმღერის ავტორიც თავად ვარ.

 

ახალ წელს რა გეგმები გაქვთ?

 

ვერიკო: - არის ბევრი შემოთავაზება, მაგრამ, გადაწყვეტილი ჯერ არ მაქვს. ალბათ იმაზე გავაკეთებ არჩევანს, რომელიც უფრო ნაყოფიერი იქნება. შემოთავაზებები არის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

 

ერთობლივ კონცერტს ხომ არ გეგმავ?

 

თემო: ერთ-ერთ კლუბში ვთანამშრომლობდით ცოტა ხნის წინ და სხვათაშორის, არც ეს იდეაა საფუძველს მოკლებული. ვნახოთ, რა იქნება.

 

წარმატებებს გისურვებთ.



ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია - თოვს

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი


You must have Flash Player installed in order to see this player.




 

ვერიკო ტურაშვილი & თემო საჯაია. "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge





Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge