ოთო ნემსაძე: მინდა ჩემს კლიპში საქართველოს ყველა კუთხის კადრი მოხვდეს
Ardaidardo.Ge

 

 

გადაცემას „რადიო დუეტი“ კომპოზიტორი ზურაბ მჟავია და მომღერალი ოთო ნემსაძე ესტუმრნენ. ზურაბ მჟავიამ ოთო ნემსაძეს ახალი სიმღერა დაუწერა. საუბარი სწორედ აღნიშნული თემის გარშემო წარიმართა. ოთო ნემსაძემ ასევე ალბომზე, გასვლით კონცერტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

ოთო, ბოლო დროს გააქტიურდი... რა ხდება?

 

როცა ჩუმად ვარ, კარგ საქმეებს ვაკეთებ (იცინის). ამ შემთხვევაში ბატონ ზურასთან ერთად მომიწია მუშაობა და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ადამიანი ჩემთვის ძალიან საყვარელი და ყველაზე ახლო კომპოზიტორია, ვინც კი დღეს არსებობს.

 

როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?

 

ზურა: - ძალიან ვაფასებ ოთოს. ეს სიმღერა სპეციალურად მისთვის დავწერე, თუმცა ჩვენ ადრეც გვითანამშრომლია. დიდი ხანია ვეძებ რაღაც განსაკუთრებულს და ერთხელაც შემთხვევით წავაწყდი იმას, რაც ზუსტად მჭირდებოდა. სხვათაშორის, დღემდე ვერ მივაგენი ავტორს და თქვენი ეთერის გამოყენებასაც ვეცდები, იქნებ გავარკვიო, ვინ დაწერა ეს ლექსი.

 

არანჟირება ვის ეკუთვნის?



არაჩვეულებრივი გემოვნების თემურ მაისაშვილს, რომელიც თავისი საქმის უმაღლესი პროფესიონალია.

 

ოთო, შენი სიმღერები ძირითადად სევდიანია, რატომ?

 

იქნება მხიარული და ენერგიული სიმღერებიც.

 

ალბომზე მოგვიყევი...

 

12 სიმღერა შევა ახალ ალბომში. იქნება რამდენიმე ჩემი დაწერილი სიმღერაც. 2018 წლის გაზაფხულზე დისკითა და სოლო კონცერტით გაგახარებთ.

 

გასვლითი კონცერტები თუ გაქვს?

 

წელს რამდენიმე რეგიონს ვესტუმრები. იქითა წელს მემგონი იტალია და ამერიკა მელოდება, ჯერ ზუსტად არ ვიცი.

 

ახალ წელს რა გეგმები გაქვს?

 

თბილისში ვარ ახალ წელს და რამდენიმე კონცერტი მაქვს, მათ შორის ცენტრალური კონცერტიც.

 

კლიპის გადაღებას თუ გეგმავ?

 

კი ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ ისეთი გამოვა, როგორიც მინდა, რომ იყოს.

 

რაც შეეხება სიმღერას „საქართველო“, გეგმავ მასზე კლიპის გადაღებას?

 

კი და მინდა, რომ მასში საქართველოს ყველა კუთხის კადრი მოხვდეს, მათ შორის აუცილებლად აფხაზეთის. მინდა ფეხით მოვიარო საქართველო და გარკვეული კადრები თავადაც გადავიღო. იმედი მაქვს, ამ ჩანაფიქრს განვახორციელებ.

 

წარმატებებს გისურვებთ.




ოთო ნემსაძე - საქართველო


You must have Flash Player installed in order to see this player.

 



ოთო ნემსაძე - ბედო

 

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




ოთო ნემსაძე - ფუტკარი. Live





ოთო ნემსაძე & ზურა მჟავია. "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი




ფოტოები

Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge


Ardaidardo.Ge