ჯგუფი სანდა 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფ „სანდას“ ორი წევრი, ნათია ნამგალაური და სოსო საყვარელიძე ესტუმრნენ. ჯგუფი თებერვალში 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამჟამად მის შემადგენლობაში 6 წევრია.


როგორ ხართ?


სოსო: - თებერვალში ჩვენს ჯგუფს 25 წელი შეუსრულდა, ამიტომ გადავწყვიტეთ კონცერტი მივუძღვნათ ამ მოვლენას. Backstage76-ში, ვაკის პარკში ჩავატარებთ საღამოს. პატარა დარბაზია, ვიწრო წრეში გადავწყვიტეთ, ამ ეტაპზე პომპეზურობა არ გვინდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გავაკეთეთ ახალი, რიგით მესამე ალბომი. აქ საინტერესო ის არის, რომ ალბომი ქართულენოვანია. ჩვენ „არ დაიდარდოში“ პირველად ვართ, რადგან ჩვენი სტილი და თქვენი ფორმატი ერთმანეთისგან განსხვავდება. ალბომში ათი სიმღერაა შესული. რამდენიმე სიმღერაა ცოტათი განსხვავებულ სტილში. ერთი სიმღერაა ლაზურად. ალბომი გაყიდვაში არ გამოსულა. ჩვენ დიდი ხანია უარი ვთქვით ამ ფორმატზე, რომ დისკები დაგვებეჭდა, რადგან რეალურად ეს არ მუშაობს. ჩვენი ალბომები დევს ჩვენს საიტზე და იქ შეუძლიათ შეიძინონ - Sanda.ge. ალბომი პრეზენტაციის შემდეგ დაიდება საიტზე. 16 თებერვალს არის დაგეგმილი საღამო, ჯერ შევასრულებთ ყველა იმ სიმღერას, რაც ალბომში შედის. შემდეგ კი ძველ კომპოზიციებს წინა ალბომებიდან. ბილეთების გაყიდვა საღამოს შვიდი საათიდან დაიწყება. ბილეთის ფასი ხუთი ლარია. კონცერტი კი 21:00 საათზე დაიწყება.


ნათია: - ჩვენს კონცერტს გახსნის ახლად ჩამოყალიბებული ჯგუფი „ბლუ ქეთ“. მთლიანობაში ალბათ 2 საათამდე გასტანს საღამო. სტუმრებს ელოდებათ ტორტიც.


თქვენ აღნიშნეთ რომ ლაზური სიმღერა გაქვთ...

 

დიახ, ვასრულებ მე, ნათია ნამგალაური, ჩაიწერა ჩვენივე სტუდიაში. მუსიკა ირაკლი ლომსაძეს ეკუთვნის. ლექსის ავტორი იაშა თანდილავაა, რომელიც ლაზურ ენაზე წერს ძალიან ლამაზ ლექსებს.


მოგვიყევით თქვენი ჯგუფის შესახებ?


ნათია: - ჯგუფი 6 წევრისგან შედგება. ერთადერთი გოგო ვარ მე, რომელიც 25 წელია ვუძლებ. სოსო საყვარელიძე - ვოკალი, გიტარა; ირაკლი ლომსაძე - კლავიში; ჩვენ სამნი, ჯგუფის დაარსების დღიდან მოვდივართ. შემდეგ შემოგვემატნენ ბას გიტარისტი ვანო ხიმშიაშვილი, გიტარისტი ზურა ლანჩავა და სულ ახალგაზრდა წევრი გახლავთ დრამერი გიგი კობახიძე.


როგორ ინახავს სანდა თავს? გაქვთ თუ არა კონცერტები?


ყოველ თვე არ გვაქვს კონცერტი, მაგრამ ვცდილობთ დავგეგმოთ ჩვენი სოლო გამოსვლა. ძირითადად კლუბებში გამოვდივართ, იქ სადაც არის ტექნიკურად იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი კომპოზიციები წარვადგინოთ. მუსიკას და ინგლისურ ენოვან ტექსტებს ხშირად მე ვწერ, თუმცა, ჯგუფის სხვა წევრებიც მონაწილეობენ მუსიკის შექმნაში და ერთობლივად ვაკეთებთ ყველაფერს.


თქვენს ალბომში ასევე შედის სიმღერა სიზმარი...


ერთად შევქმენით მუსიკა, ტექსტი ირაკლი ლომსაძემ დაწერა. გამოვიდა ხალისიანი სიმღერა. ვგეგმავთ ვიდეო რგოლის გადაღებასაც, თუმცა ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული.





სანდა - სიზმარი

You must have Flash Player installed in order to see this player.



გადაცემის აუდიო ჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.




სანდა - ლაზური. Live






სანდა. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge