„არ დაიდარდოში“ საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ახალი ჰიმნის პრემიერა შედგა
Ardaidardo.Ge
„არ დაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტს“ კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილი, საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი ლაშა გოგიაშვილი (ნორჩთა და ახალგაზრდული სამსახურის ხელმძღვანელი) და მომღერლები ტატო და ნიკოლოზ გოდერძიშვილები ეწვივნენ, რომლებმაც საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ახალი ჰიმნი დააპრემიერეს.

 

ვისაუბროთ ახალი სიმღერის ჩანაფიქრსა და ისტორიაზე.

 

დღეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღეა, რადგან შედგება ჩვენი სიმღერის პრემიერა. მელოდია ნუგზარ თუშიშვილმა დაწერა, რომელიც ნიკოლოზ გოდერძიშვილს ტექსტზე შეიქმნა. სიმღერა პატრიარქის კურთხევით გახლავთ და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ჰიმნია.

 

როგორ შეიქმნა სიმღერა?

 

ნუგზარი: როდესაც ნიკოლოზ გოდერძიშვილის ტექსტი მზად იყო, ტატომ დამირეკა. ლექსი ძალიან მომეწონა და ზუსტად 5-10 წუთში მოვიდა მუსიკის მუზა და შეიქმნა მუსიკის აგებულებაც. ცოტა ხანი ვიმსჯელეთ და მალევე ჩამოყალიბდა, რომ ამ ტექსტსა და მუსიკაზე უნდა შექმნილიყო სიმღერა და ვფიქრობ, რომ გაამართლა კიდეც.

 

როდის დასრულდა მუსიკაზე მუშაობა?

 

სიმღერაზე მუშაობას დაახლოებით 3 თვე მოვუნდით და არც თუ ისე დიდი ხანია, რაც საბოლოოდ დავასრულეთ მუშაობა.

 

რას გვეტყვით თვითონ სიმღერაზე?

 

ჩვენი უწმინდესი საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების თავმჯდომარეა, მისი მოადგილე კი ზურაბ სეხნიაშვილია. სწორედ პატრიარქის კურთხევით შეიქმნა ეს სიმღერა და ამ ჰიმნზე მუშაობა ძალიან დიდი მადლი იყო.

 

როგორც ვიცით, ტატოსთან ერთად ანსამბლი „ქართული ხმები“ და ანსამბლი „უნისონი“ ასრულებენ.

 

ტატო: დიახ ნამდვილად ასეა და გვინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადოთ „უნისონს“, ძალიან ნიჭიერი და კარგი ბიჭები არიან, ასევე დავით არჩვაძეს და მის „ქართულ ხმებს“, რადგან მისმა ბავშვებმა არაჩვეულებრივი ფერები შესძინეს ამ ნაწარმოებს. მათ სიმღერის საწყისს ნაწილში იგალობეს. სიმღერას ასევე მიბმული აქვს პატრიარქის საგალობელი.

 

ლაშა: მე მინდა ჩემი სიტყვა მადლობით დავიწყო. პირველ რიგში მადლობა უფალს, რომ ეს პროექტი შედგა და ასეთი ლამაზი გამოვიდა. ასევე მადლობა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტში. მახსენდება ის დღე, როდესაც ჩვენ პატრიარქთან შესვლის წინ ძალიან ვღელავდით და მანქანაში ვუსმინეთ ამ ჰიმნს, მაშინ სისხლი აგვიდუღა. განცდებში ვიყავით თუ რას იტყოდა პატრიარქი. თუმცა საბედნიეროდ პატრიარქს მოეწონა და ჰიმნზე მუშაობის ნება დაგვრთო.

 

რა არის ამ ჰიმნის მიზანი?

 

ჰიმნის მიზანია ყველა ერთად, სულიერად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის გვერდზე. ჩვენი სიმღერა 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს პირველად გაჟღერდა. არ შეგვიძლია, მადლობა არ გადავუხადოთ ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის შექმნაში. მათ შორის გია მაჭარაშვილს არანჟირებისთვის, ასევე ზაზა გოჩიტაშვილს და თითოეულ მონაწილეს, დიდი მადლობა ჩვენ მეგობარს, გიორგი გილიგაშვილს, რომელიც მთელი გულით და სულით გვგულშემატკივრობდა.





ტატო გოდერძიშვილი, ქართული ხმები და ანსამბლი უნისონი - პატრიარქის ჩოხოსანთა გუნდი

You must have Flash Player installed in order to see this player.


გადაცემის აუდიოჩანაწერი

You must have Flash Player installed in order to see this player.





ტატო გოდერძიშვილი, ნუგზარ თუშიშვილი და ჩოხოსანთა გუნდი. გადაცემა "რადიო დუეტი". ვიდეო კოლაჟი





ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge