ვეცადე, სიკეთე შემომეტანა: პაუზის შემდეგ ნინო ღავთაძემ სიმღერა ჩაწერა

Ardaidardo.Ge

 



თქვენს შემოქმედებაში დიდხნიანი პაუზებია ხოლმე...


შემოქმედებას ხანდახან ჭირდება პაუზები, იმისთვის, რომ შეიქმნას საინტერესო და კარგი ნაწარმოები. ასე რომ, ეს პაუზები ტყუილად არ ხდება. ამ პერიოდში მიწევს ხოლმე ფიქრი რა შეიძლება რომ შევქმნა, რა განწყობაზე ვარ და რისი თქმა მინდა. როდესაც სათქმელი არაფერი მაქვს, პაუზაც სწორედ მაშინ ხდება.



ეს ალბათ იმიტომ რომ თავად წერთ სიმღერებს...


სიმღერას თავად ვწერ, მხოლოდ მაშინ, როდესაც მუზა მოდის. მეორე მიზეზი ის არის, რომ ძალიან დაკავებული ვარ და დატვირთული სამუშაო გრაფიკი მაქვს. მუზა კი მაშინ მოდის, როდესაც სიმშვიდეში, წყნარად ხარ და შეგიძლია რაღაც შექმნა.



ახლა კი სიახლეები გაქვთ. როგორც ვიცით, ახალი სიმღერა შექმენით...


დიახ, ახალი სიმღერა დაიწერა. ძალიან მინდოდა, რომ რაღაც კეთილი განწყობა შემომეტანა.



თქვენს სიმღერაში პოზიტივთან ერთად სიმკაცრეც ჩანს ხოლმე, ცხოვრებაშიც ასეთი ხართ?


ორმაგი განწყობის ადამიანი ვარ, ხანდახან ასეთი ვარ, ხანდახან ისეთი. ძალიან კეთილი და კარგი ვარ, სანამ ვინმე ცუდად შემეხება. ამ სიმღერით კი ვეცადე, რომ განწყობაში დიდი სიკეთე შემომეტანა. ასაკის მატებასთან ერთად სენტიმენტალური გავხდი.



როგორც ვიცი, სხვადასხვა ობიექტებზე მუშაობთ. იქ თუ არის თქვენ სიმღერებზე მოთხოვნა?


კი, ნამდვილად არის. ძირითადად უფრო ბანკირები მთხოვენ ხოლმე და ამისთვის მადლობა თქვენ, რომ მხოლოდ თქვენი რადიოს მეშვეობით გამხდარა პოპულარული ჩემი არაერთი სიმღერა.



მომავალში აპირებთ ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობას?


ვერაფერს დაგპირდებით. მოდით ვნახოთ და დაველოდოთ რა და როგორ იქნება.



გასვლითი კონცერტები თუ გაქვთ ხოლმე?


იმის გამო, რომ საკმაოდ დატვირთული ვარ, ნაკლებად მიწევს კონცერტებზე მონაწილეობის მიღება. თუმცა ხანდახან უარს არ ვამბობ.



რაც შეეხება სიმღერას, რას გვეტყვით ახალ სიმღერაზე?


სხვათა შორის, ეს სიმღერა კარგა ხნის წინ დაიწერა, ძველი სიმღერა გამოდის. ბევრი სიმღერა მაქვს დაწერილი, ისეთი, რომელიც სტუდიაში ჯერ არ ჩაწერილა. არ ვიცი რატომ მომივიდა ეს აზრად, მაგრამ გადავწყვიტე ამ სიმღერის ჩაწერა. მუსიკა და ტექსტი მე მეკუთვნის, ხოლო არანჟირება ცირა ბზიშვილს, სიმღერაც სწორედ მის სტუდიაში ჩაიწერა და  მინდა, რომ ქალბატონ ცირას ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ის ყოველთვის ხვდება რა სურს ავტორს და რისი გაკეთება უნდა.



სატელევიზიო პრემიერას ხომ არ გეგმავთ?


ვეცდები, რომ სატელევიზიო პრემიერაც გავაკეთო. უბრალოდ, ყველაფერი დროსა და თანხებზეა დამოკიდებული.  




გადაცემის ჩანაწერი





ნინო ღავთაძე - მაჩუქე გული




ნინო ღავთაძე - რადიო დუეტი





ნინო ღავთაძე - ლამაზი ქალი




ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge