შაბათს, 15 სექტემბერს , რადიო ”არ დაიდარდოს” ეთერში გავიდა მორიგი გადაცემა ”შაბათის თხოვნები თაკოსთან ერთად”, რომლის სტუმარიც იყო ახალგაზრდა მომღერალი ქეთი გომართელი. სტუმარმა თაკოსთან ერთად 2 საათის განმავლობაში შეასრულა მსმენელების თხოვნები, ისაუბრა სამომავლო გეგმების შესახებ, უახლოეს მომავალში ის და რადიო ” არ დაიდარდოს” წამყვანი თაკო ერთობლივი სიმღერის ჩაწერას გვპირდებიან, რომელიც სავარაუდოდ ქალაქურ სტილში იქნება და ბუნებრივია, ჩვენი რადიოს მსმენელი მას პირველი მოისმენს.














