ოთხშაბათს, 21 აპრილს, 17 საათზე რადიო "არ დაიდარდო" -ს პირდაპირ ეთერში გავიდა რიგით მე-9 გადაცემა _ "დამზადებულია საქართველოში".ამჯერად ბეგი მასპინძლობდა ცნობილ კომპოზიტორ - ოთარ ტატიშვილს და ცნობილ დუეტ ჯორჯია-ს.
მსმენელებმა მოისმინეს სტუმრების მუსიკალური ბიოგრაფია, დისკოგრაფია. სატელეფონო ჩართვით გადაცემას სტუმრობდა ცნობილი პოეტი, ქალბატონი ნანა ცინცაძე.
გადაცემის მიწურულს შედგა ახალი სიმგერის პრემიერა, რომელიც კომპოზიტორმა, ოთარ ტატიშვილმა, ასევე შემსრულებლებმა მაკა ზამბახიძემ და რატი დურგლიშვილმა მიუძღრვნეს ტრაგიკულად დაგუპული, ქართველი სპორტსმენის _ ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას
კომპოზიტორი _ ოთარ ტატიშვილი
ტექსტი _ ნანა ცინცაძე
არანჟირების ავტორი _ სტუდია "სანო"
შემსრულებელი _ დუეტი "ჯორჯია"
სახელწოდება _ "სიცოცხლე იმედის ფერია"
მისი მოსმენა უკვე შესაძლებელია ჩვენი ეთერის მეშვეობით ყოვლდღიურად.














