ამჯერად ბეგი მასპინძლობდა ცნობილ კომპოზიტორს - ლილიკო ნემსაძეს, ასევე ცნობილ ხმის რეჟისორს - გიორგი (ერიკ) ქუთათელაძეს. გადაცემა მიეძღვნა გოგი დოლიძის შემოქმედებას და მისი ხმის უნიკალურ ჩანაწერებს.გადაცემის მსმენელისთვის პირველად გაჟღერდა ძველი ჩანაწერით შექმნილი ახალი სიმღერა. ქალბატონმა ლილიკომ დააანონსა მისი კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა, გოგი დოლიძის შესრულებით.
კომპოზიტორი - ლილიკო ნემსაძე
ტექსტი - მორის ფოცხიშვილი
ხმის რეჟისორი _ გიორგი (ერიკ) ქუთათელაძე
ჩაიწერა - სტუდია “სანო”
შემსრულებელი _ გოგი დოლიძე
სახელწოდება - მთელი საქართველო იმღერებს
მისი მოსმენა უკვე შესაძლებელია ჩვენი ეთერის მეშვეობით ყოვლდღიურად.














