ოთხშაბათს, 30 ივნისს, 17 საათზე, ტრადიციულად რადიო "არ დაიდარდო"-ს პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა - "დამზადებულია საქართველოში".ამჯერად ბეგი ცნობილ შემსრულებელს: ლაშა ღლონტს მასპინძლობდა. გადაცემის მსვლელობისას ლაშა ღლონტმა, გიტარის თანხლებით, ცოცხლად შეასრულა რამდენიმე სიმღერა, მათ შორის ”მონატრებიხარ ფიქრებს”. საუბარი შეეხო ლაშას მუსიკალურ ბიოგრაფიას, მის წარმატებებს და მომავალ გეგმებს.
ლაშა ღლონტმა ამჯერადაც დავით არჩვაძის სიმღერა შესთავაზა ”არ დაიდარდოს” მსმენელს და გადაცემა ტრადიციულად ექსკლუზიური პრემიერით დასრულდა:
კომპოზიტორი - დავით არჩვაძე
ტექსტი - ნანა ცინცაძე
არანჟირების ავტორი - ზურაბ მახნიაშვილი
სტუდია - ”უნივერსალი”
შემსრულებელი - დავით არჩვაძე და ლაშა ღლონტი
სახელწოდება - ”ქალებს ნაფერებს”
მისი მოსმენა უკვე შესაძლებელია ჩვენი ეთერის მეშვეობით ყოვლდღიურად.
გადაცემის აუდიოჩანაწერს კი აქვე გთავაზობთ:
”დამზადებულია საქართველოში” - ლაშა ღლონტი. 31.06.2010.














