თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად სპორტის სასახლეში საქველმოქმედო კონცერტი იმართება
Ardaidardo.Ge

საქველმოქმედო ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 25 იანვარს 20 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში მართავს საქველმოქმედო კონცერტს თეონა ნუცუბიძის დასახმარებლად. ღონისძიებიდან შემოსული თანხა მოხმარდება თეონა ნუცუბიძის მკურნალობას, რომელსაც აქვს არაჰოჯკინის ლიმფომას T უჯრედების აგრესიული ფორმა და სასწრაფოდ ესაჭიროება მკურნალობა ისრაელში.

 

კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობენ: ანსამბლი „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე 33ა და ნინო ქათამაძე

ფონდი „ცხოვრება მშვენიერია“ 2013 წლიდან დღემდე ორგანიზებას უკეთებს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ ფონდის წევრები ყველა ღონისძიებაში ჩართულნი არიან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე.