სტუმრიანობა, გასტროლები და პრემიერა რუსთავის თეატრში
Ardaidardo.Ge
რუსთავის თეატრის 50-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, 13 აპრილიდან რუსთავის პროფესიულ დრამატულ თეატრს, თბილისის სახელმწიფო თეატრები საკუთარი სპექტაკლებით ესტუმრებიან, თავად მასპინძელი თეატრი კი საგასტროლოდ ქვემო ქართლის მხარის მუნიციპალურ კულტურულ ცენტრებს ეწვევა. რუსთავის დასის მიერ დადგმულ სპექტაკლს „თეთრი ბაირაღები“, ბოლნისისის, დმანისის, თეთრი წყაროს, კაზრეთის, მარნეულისა და გარდაბნის მაყურებელი იხილავს.

 

რაც შეეხება სტუმრიანობას. საგასტროლო კვირეულს გახსნის მარჯანიშვილის თეატრი – ლევან წულაძის სპექტაკლით „როგორც გენებოთ“. მას მოჰყვებიან, მოზარდ მაყურებელთა, თოჯინების, სოხუმის, სამეფო უბნის და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრები რეპერტუარში არსებული საუკეთესო დადგმებით.

 

ყველა ამ თეატრის წარმოდგენის ნახვა მაყურებელს აპრილის თვეში შეეძლება, სტუმრიანობა გაგრძელდება მაისის თვეში და იუბილეს სხვა თეატრებიც შეურთდებიან.

 

რუსთავის თეატრის შემოქმედებითი აქტივობა ამით არ სრულდება, მალე პრემიერას წარმოგვიდგენს რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი, რომელიც ესპანელი დრამატურგის ფერნანდო არაბალის პიესის „პიკნიკის“ მიხედვით სპექტაკლს – „ნონსენსი“ წარმოგვიდგენს.

Ardaidardo.Ge