„შავნაბადას“ სოლოკონცერტი სტამბოლში გაიმართება
Ardaidardo.Ge
21 აპრილს, თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი ,,შავნაბადა“ სოლოკონცერტს გალათას ისტორიულ უბანში, ანგლიკანურ ეკლესიაში გამართავს. ტაძარი ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

 

კონცერტის მიზანია, კიდევ ერთხელ გაუწიოს პოპულარიზაცია ქართულ სიმღერას და ქართველი ემიგრანტების და თურქეთში მცხოვრები სხვა სტუმრებისთვის ქართული მრავალხმიანობის, როგორც მსოფლიო არამატერიალური კულტურის მონაპოვრის წარდგენა.

 

„შავნაბადას“ საგასტროლო რეპერტუარში შესულია ყველა კუთხის ხალხური სიმღერა, მათ შორის აფხაზური ხალხური და ის პოპულარული მელოდიები, რომლებიც განსაკუთრებით უყვართ ჩვენი ქვეყნის გარეთ მყოფ ადამიანებს.

 

საგასტროლო ტურნეს ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ქართველ ემიგრანტებთან, მათთვის ანსამბლ „შავნაბადას“ წევრები ქართული მუსიკის მასტერკლასსაც გამართავენ.

 

თურქეთში ანსამბლ „სავნაბადას“ მასპინძლობს კაფე ,,გალაკტიონი“. ბილეთების შეძენა შესაძებელია სტამბოლში „ქართული კულტურის სახლში“, კაფე ,,გალაკტიონში“ ან შესაძლებელია დაჯავშნა , ტელეფონის ნომრით +90 (537) 573 76 00.

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge