”ჩხიკვთა ქორწილის” პრემიერა რუსთაველის თეატრში
”ჩხიკვთა ქორწილის” პრემიერა რუსთაველის თეატრში რუსთაველის თეატრში 11 თებერვალს სპექტაკლ ”ჩხიკვთა ქორწილის” პრემიერა გაიმართება. სპექტაკლის რეჟისორი ლევან ხვიჩიაა, ქორეოგრაფი კი ილიკო სუხიშვილი. სპექტაკლში 16-მდე მსახიობი იღებს მონაწილეობას. მათ შორის ია სუხიტაშვილი, რომელიც შვლის ნუკრის როლს ასრულებს, გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი, მანანა აბრამიშვილი და სხვები. სპექტაკლში ვაჟას ნაწარმოები კომპოზიციის სახითაა წარმოდგენილი.