სუხიშვილების კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
სუხიშვილების კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში “ხელოვნების საღამოების” ფარგლებში, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 27 იანვარს 20:00 საათზე სუხიშვილების კონცერტი გაიმართება. როგორც ნინო სუხიშვილმა აღნიშნა, ანსამბლი საღამოზე მემორიალური პროგრამით წარსდგება, რომელიც ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის დროს იდგმებოდა და ახალ თაობას ჯერ არ უნახავს. მისივე თქმით, კონცერტი ნინოობა დღეს სწორედ ნინო რამიშვილის 102 წლისთავს ეძღვნება. აღსანიშნავია, რომ მოცეკვავეები მაყურებლის წინაშე სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი ძველი კოსტიუმებით წარსდგებიან, რომელთა რესტავრაციაც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით მოხდა. ანსამბლი “სუხიშვილების” კონცერტი მარტში კვლავ გაიმართება და ისინი მაყურებლის წინაშე კვლავ მემორიალური პროგრამით წარსდგებიან. კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი 10, 20 და 30 ლარია. კონცერტის ხანგრძლივობა 2 სააათია.