კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე დღეს 20:00 საათზე სპექტაკლი ”ქალები” გაიმართება. სპექტაკლი ნილ საიმონის ნამუშევარის მიხედვითაა დადგმული და მისი რეჟისორო ციცინო კობიაშვილია. თარგმანი და ადაპტირება მაია ჯაფარიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში ნინო ზაუტაშვილი, ნინო დუმბაძე, ქეთი ჩხეიძე, ქეთი გეგეშიზე, ირმა ბერიანიძე, თემო კილაძე და ეკა მჟავანაძე მონაწილეობენ. ქორეოგრაფია გია მარღანიას ეკუთვნის. მხატვარი კი ლევან წულაძეა. რაც შეეხება მარჯანიშვილის თეატრის მცირე სცენას დღეს 20:00 საათზე სპექტაკლი ”ბრმა მხედველი” გაიმართება, რომლის რეჟისორი თემურ ჩხეიძეა. სპექტაკლში ორი ხელმოცარული მამაკაცისა და უსინათლო ქალის ისტორიაა მოთხრობილი. სპექტაკლი ბრაიან ფრილის მიხედვითაა დადგმული. მთარგმნელი თამაზ გოდერძიშვილია, მხატვარი გიორგი ალექსი მესხიშვილი, მუსიკა კი გია ყანჩელს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ ნანი ჩიქვინიძე, გოგა პიპინაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი. სპექტაკლის პრემიერა 2010 წლის 19 ოქტომბერს შედგა.
მარჯანიშვილის თეატრში დღეს ორი სპექტაკლი გაიმართება