სტეფანეს კონცერტი 19 აგვისტოს New Soho-ში გაიმართება

Ardaidardo.Ge

19 აგვისტოს New Soho-ში სტეფანეს სოლოკონცერტი გაიმართება. მომღერალი ამ დღისთვის საკუთარ კოლეგებთან ერთად ემზადება.
როგორც ყოველთვის, სტეფანე ცოცხალ შესრულებას შემოგვთავაზებს და ღონისძიებაზე საინტერესო და გამოცდილი ქართველი მუსკოსები იქნებიან დაკავებულები. 

რეპერტუარი მსმენელისთვის კარგად არის ცნობილი, სტეფანეს ძველი სიმღერების ახლებური ვერსიები და ახალი სიმღერები, ასევე საინტერესო ქავერები. 

სტეფანეს კონცერტებს მუდამ უამრავი ხალხი ესწრება. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელია დღეს საქართველოში.