ბაკურ ბურდული ახალ ალბომზე მუშაობს. ალბომში 10 სიმღერა შევა. "ალბომში ყველა სიმღერა ახალი იქნება. აქედან ნაწილი უკვე ჩაწერილია, მაგრამ ბოლომდე დამთავრება საკმაოდ რთულია და კარგ სტუდიაში ჩაწერა ძვირი ჯდება. მინდა დავასრულო ეს ალბომი და ახლო მომავალში გამოვცე," - აღნიშნა ბურდულმა. ბურდული პირველად სცენაზე 1992 წელს ქიშო გლუნჩაძის მიერ მოწყობილ კონცერტზე გამოვიდა. მუსიკას და ლექსებს თავად წერს. 2003 წელს საკუთარი სახსრებით ალბომი "ფეთქავს" გამოსცა. გიორგი ლიფონავასთან ერთად გადაიღო კლიპი სიმღერაზე "ფეთქავს", მასთან ერთადვე გადაიღო საახალწლო კლიპი: "გილოცავთ ახალ წელს", სადაც როკმუსიკოსებს ბავშვები ასახიერებენ.
ბაკურ ბურდულის ახალი ალბომი