"ახალ ალბომზე ვმუშაობ. მიმდინარეობს ახალი სიმღერების ჩაწერა. ალბომში შევა 10-დან 15 ნამუშევარი და აქედან ყველა ახალი სიმღერა იქნება," - განაცხადა მომღერალმა. შეგახსენებთ, რომ მამუკა ონაშვილს გამოშვებული აქვს ორი ალბომი: "მე ისეთი კარგი ვარ" და "ოცნების ღამე". მისი სოლო კარიერა ქართულ ესტრადაზე 1994 წლიდან დაიწყო. 2001 წლიდან დღემდე მონაწილეობს შემოქმედებითი გაერთიანება „ლომისის" წარმატებულ პროექტში „იუმორინა". 1998 წლიდან იგი ინტენსიურად ატარებს გასვლით კონცერტებს სხვადასხვა ქვეყნებში. გადაღებული აქვს ექვსი მუსიკალური ვიდეო კლიპი.
მამუკა ონაშვილი ახალ ალბომზე მუშაობს