ვაჟა აზარაშვილი კონცერტს გაზაფხულზე გამართავს
ვაჟა აზარაშვილი კონცერტს გაზაფხულზე გამართავს კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით სიმფონიური მუსიკის კონცერტის გამართვას გეგმავს. "ახლა სიმფონიური მუსიკის კონცერტისთვის ვემზადები და ძალიან მინდა ამ საღამოს ვახტანგ კახიძემ უდირიჟოროს. ვფიქრობ, საღამო გაზაფხულზე დავგემო", - განაცხადა აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში ვაჟა აზარაშვილის 75 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ საკონცერტო დარბაზის წინ კომპოზიტორის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. შემოქმედებით საღამოზე კომპოზიტორის 20-ზე მეტი სიმღერა სხვადასხვა თაობის მომღერალმა შეასრულა.