ოთხშაბათს, 7 ივლისს, 17 საათზე, ტრადიციულად რადიო ”არ დაიდარდო”-ს პირდაპირ ეთერში გავიდა გადაცემა - ”დამზადებულია საქართველოში”. გადაცემაში შედგა ორი სიმღერის პრემიერა.პირველ ნაწილში გადაცემას სტუმრობდა თაკო მელიქიშვილი და მან ახალი სიმღერა წარუდგინა მსმენელს.
თაკო მელიქიშვილი - ”წვიმს”
შემსრულებელი - თაკო მელიქიშვილი
კომპოზიტორი - გიორგი ჯაყელი
ტექსტი - გიორგი ჯაყელი
არანჟირების ავტორი - ალეკო ქეშიკაშვილი
მეორე ნაწილში ბეგი მასპინძლობდა ცნობილ შემსრულებელ - დავით კიკაბიძეს, ასევე რადიო ”ფორტუნას” მუსიკალურ წამყვან - მაია ღუღუნიშვილს. მათ პირველი ერთობლივი ნამუშევარი, ნატო თოთიბაძის სიმღერა წარმოადგინეს.
დათო კიკაბიძე, მაიკო ღუღუნიშვილი - ”სიყვარულის წლები”
შემსრულებელი - დათო კიკაბიძე და მაიკო ღუღუნიშვილი
კომპოზიტორი - ნატო თოთიბაძე
ტექსტი - ნანა ცინცაძე
არანჟირების ავტორი - პაატა ფაცურია
ორივე ახალი სიმღერის მოსმენა უკვე შესაძლებელია რადიო ”არ დაიდარდოს” ეთერში.
დათო კიკაბიძემ მომავალ გეგმებზეც ისაუბრა. ” არ დაიდარდოს” მსმენელს სულ მალე, ქართული ხმების კვინტეტის ახალ სიმღერას შეპირდა.
მანამდე კი თქვენ საშუალება გაქვთ მოუსმინოთ გადაცემის აუდიო ვერსიას.
დამზადებულია საქართველოში.














