12- 19 სექტემბერს ბათუმში ბათუმის ხელოვანთა სახლ ”არგანის” ორგანიზებით, მეხუთე საერთაშორისო საავტორო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი ქ. ბათუმის მერიაა. 2010 წლის კინოფესტივალზე ძირითად პროგრამაში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 45 ფილმი, ასევე დამატებით 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმიახალგაზრდული კინოს საკონკურსო სექციაში. მოწვეული იქნებიან სტუმრები ევროპიდან, პოსტ-საბჭოთა სივრციდან და აზიიდან.
საფესტივალო პროგრამა საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. მასსი შედის :
- საკონკურსო ფილმები – მხატვრული და დოკუმენტური კინოს სექციები
- ახალგაზრდა კინორეჟისორების საკონკურსო სექცია
- “აბრეშუმის გზის ქვეყნების კინო” – 2010 წლის სტუმარია -ირანული კინემატოგრაფი
გაიამრთება ასევე ჟიურის წევრების ფილმების, გერმანული კინოს და ბრიტანული ფილმების კოლექციების ჩვენებები. ეს უკანასკნელი ღია ცის ქვეშაა დაგეგმილი.
იგეგმება ასევე რეტროპერპექტივები, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აბას კიაროსტამის და ზბიგნევ რიბჩნისკის ფილმების რეტროსპქეტივა
აბას კიაროსტამი და ზბიგნევ რიბჩნისკი საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრებიან კინოფესტივალის და ფესტივალის ფარგლებში იქნება მათი მასტერ-კლასი / პრესს კონფერნცია.
კინოფესტივალის პრიზია ოქროს ცხენთევზა. გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები:
- გრან პრი
- საუკეთესო რეჟისურა
- საუკეთესო მხატვრული ფილმი
- საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
- საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი
- საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი
- პრიზი კინემატოგრაფიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ქართველი და უცხოელი კინორეჟისორისთვის.
მოკლედ, ეს არის ფესტივალი ყველასთვის, ვისაც რაიმე შეხება აქვს კინოსთან. და თუ თქვენ 12-დან 20 სექტემბრამდე ბათუმში აღმოჩნდებით, აუცილებლად უნდა ნახოთ, რა ხდება მეხუთე საავტორო კინოფესტივალზე.














